14-02-2022, 23:00

ჩვენ – უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს, როგორც არავის, კარგად გვესმის უკრაინელი ხალხის სატკივარისა და განგაშისა. ამ დიდი გამოცდის ჟამს განზე ვერ გავდგებით. 2008 წელს რუსეთის ფედერაცია თავხედურად დაესხა თავს ჩვენს სამშობლოს მხოლოდ იმის გამო, რომ მან განვითარების ევროპული და ევროატლანტური გზა აირჩია და თამამად იცავდა თავის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

მტერი, ამჟამად, ჩვენი მეორე სამშობლოს – უკრაინის საზღვრებთანაა და, მიუხედავად იმისა, რომ ვგმობთ ომს, მზად ვართ უკრაინელების მხარდამხარ დავდგეთ და დავიცვათ ამ თავისუფალი ხალხის თავისუფალი არჩევანი. აგრესორი უეჭველად მიიღებს საკადრის პასუხს!

დღეს უკრაინაში სტაბილურობისა და მშვიდობის დაცვა, არა მხოლოდ ხელისუფლების, უკრაინის ყველა მოქალაქის მოვალეობაა. ჩვენ, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, ერთიანობა გვჭირდება, არ დავუშვათ არავითარი პანიკური განწყობილება!

მოვუწოდებთ ყველა ეროვნების წარმომადგენელს ერთობის, თანხმობისა და ურთიერთგაგებისაკენ, სუვერენული, დემოკრატიული და აყვავებული უკრაინისთვის ბრძოლაში!

დიდება უკრაინას!

29-12-2021, 13:51

ძვირფასო მეგობრებო!
გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბარაქასა და წარმატებას.
დაე, ახალი 2022 წელი კიდევ უფრო მეტად წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის.
ჯანმრთელობას, მშვიდობას, მატერიალურ კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ, საქართველოსა და უკრაინას!

29-08-2021, 13:26

უკრაინის ქართული დიასპორის ბაზაზე არსებული კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისთვის.

სწავლის პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ სპეციალურად დიასპორებისთვის შექმნილ პროგრამასთან ერთად დამატებით სხვადასხვა ცნობილი ქართველი ავტორების წიგნებით ხელმძღვანელობენ.

 

საკვირაო სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები 6 წლის ასაკიდან. ბავშვები სრულყოფილად შეისწავლიან: ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას, რელიგიას, ქართულ ცეკვასა და სიმღერას.

სასწავლო პროცესი განახლდება 4-5 სექტემბერს.

 

18-11-2019, 14:34

22 ნოემბერს, 19:00 საათზე, კიევში ახალი ქართული კინოს საიუბილეო ფესტივალი გაიხსნება. ახალი ქართული კინოს XV ფესტივალი შინდისის გმირების და გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება. ფესტივალი კინოთეატრ "ჟოვტენში" საზეიმო ვითარებაში გაიხსნება და ნაჩვენები იქნება დიტო ცინცაძის ფილმი "შინდისი“, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს ეძღვნება და რომელიც წელს ოსკარის დაჯილდოების ნომინანტია.

22-27 ნოემბრის ჩათვლით საიუბილეო კინოფესტივალის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება: თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“, გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“, ნინო ჟვანიას „აღლუმი“, დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, მარიამ ხაჭვანის „დედე“, გიორგი მეგრელიშვილის „ჰამლეტი“ და თეო ჯორბენაძის დოკუმენტური ფილმი „სევდის ანგელოზები“, რომელიც მსოფლიო დონის დიდი ქართველ კომპოზიტორის გია ყანჩელის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს... 

27-08-2019, 19:05

უკრაინის ქართული დიასპორის ბაზაზე არსებული კიევის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2019-2020 სასწავლო წლისთვის.

სწავლის პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ სპეციალურად დიასპორებისთვის შექმნილ პროგრამასთან ერთად დამატებით სხვადასხვა ცნობილი ქართველი ავტორების წიგნებით ხელმძღვანელობენ.

საკვირაო სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები 6 წლის ასაკიდან. ბავშვები სრულყოფილად შეისწავლიან: ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას, რელიგიას, ქართულ ცეკვასა და სიმღერას. გელოდებით მისამართზე...

16-05-2019, 22:36

18 მაისს უკრაინაში, ქალაქ მირგოროდში ქართული კულტურის X ფესტივალი გაიმართება.

 

წელს ფესტივალი ორ მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დიდი ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის დაარსების 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

ფესტივალის ფარგლებში დავით გურამიშვილის მუზეუმში ღონისძიება ოფიციალურად საზეიმო ცერემონიალით გაიხსნება, რომელშიც უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე და სხვა საპატიო სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.

 

გარდა ამისა, დავით გურამიშვილის სასაფლაოზე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა თამარ მეფის სახელობის კიევის სამრევლოს რელიგიური თემის წინამძღვარი, მამა კახაბერი პარაკლისის გადაიხდის.

 

ღონისძიება მირგოროდის ცენტრალურ მოედანზე გაგრძელდება, სადაც ქართული კულტურის X ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება.

 

საკონცერტო პროგრამის პარალელურად წარმოდგენილი იქნება ატრაქციონები, გამოფენები, ასევე ქართული და უკრაინული სამზარეულო, საქართველოს ელჩის თასის გადაცემის ცერემონიალი, პოლოტავის რეგიონის ქორეოგრაფიულ გუნდებს შორის, ქართული ცეკვის საუკეთესო შესრულებისთვის...

 

10-09-2018, 14:53

უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელის" ბაზაზე არსებული ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი  უფლებამოსილია გაცნობოთ, რომ ბოლო ხანებში უკრაინაში,   კიევში და  სხვა ქალაქებში, გახშირდა ინფორმაცია ქართული ცეკვის ე.წ. სტუდიებისა თუ ანსამბლების შექმნის შესახებ.

მოგახსენებთ, რომ ეს თუ სხვა სახის ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

          რამდენიმე ვაი-სტუდია იყენებს უკრაინაში უკვე კარგა ხნის დაფუძნებული ქართული ცეკვის ანსამბლების ვიდეოფირებს და საკუთრად ასაღებს მათ.  ვრცელდება ასევე ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინის ქართული დიასპორა სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტის მხარდაჭერით მოღვაწეობდეს და ქართული ცეკვის შესწავლის მსურველებს ამ ანსამბლებში იწვევენ...

             

20-08-2018, 13:12

კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“ ახალი სასწავლო წლისათვის აცხადებს მსმენელთა მიღებას ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე.

მეცადინეობა დაიწყება 2018 წლის 22-23 სექტემბერს. სწავლა მიმდინარეობს

ყოველ შაბათ-კვირას. კურსებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური რეპეტიტორები. კურსებზე დასწრება შეუძლიათ ნებისმიერი ასაკისა და ეროვნების ადამიანებს.

მსურველებს შეგიძლიათ შეავსოთ შესაბამისი რეგისტრაცია აქ ან

დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: courses@iberieli.org

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი:+ 38 044 539 10 96, 098 681 12 62 

 

14-08-2018, 19:06

უკრაინის ქართული დიასპორის ბაზაზე არსებული კიევის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2018-2019 სასწავლო წლისთვის. სწავლის პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ სპეციალურად დიასპორებისთვის შექმნილ პროგრამასთან ერთად დამატებით სხვადასხვა ცნობილი ქართველი ავტორების წიგნებით ხელმძღვანელობენ.

საკვირაო სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები 6 წლიდან, რომელთაც მიეცემა

შესაძლებლობა დაეუფლონ ქართულ ენასა და ლიტერატურას. ცენტრში ასევე

გეოგრაფიის, ისტორიის, რელიგიის, ფოლკლორის და ქართული ეროვნული ცეკვების გაკვეთილები ტარდება...

 

10-05-2018, 23:20

19 მაისს, 18:00 საათზე, კიევში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა სასახლეში ქართული კულტურის IX ფესტივალი გაიმართება. რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების მე-100 წლისთავსა და საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერობების დამყარების 100 წლის იუბილეს.

 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის კოლექტივები, ქართული ხალხური ცეკვის ანსაბლი "იბერიელი". ღონისძიების სტუმარია, პირველად უკრაინაში, ცნობილი ქართული ჯგუფი „ურსა“ ჯგუფის წევრები: გიორგი ძოწენიძე (ვოკალი), გიორგი გრიგალაშვილი (ვოკალი, ფანდური), შოთიკო ქვარცხავა (ვოკალი, პერკუსია), კობა შენგელია (ბას-გიტარა), ლევან ფერაძე (გიტარა). თანამედროვე ჰანგების ფონზე წარმოდგენილი ქართული ფოლკლორი, თბილი ხმები და სხვადასხვა ინსტრუმენტის შერწყმით წარმოდგენილი ულამაზესი კომპოზიციები.

 

 


უკან1 2 წინ