უკრაინის ქართული დიასპორის ბაზაზე არსებული კიევის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2019-2020 სასწავლო წლისთვის.
სწავლის პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ სპეციალურად დიასპორებისთვის შექმნილ პროგრამასთან ერთად დამატებით სხვადასხვა ცნობილი ქართველი ავტორების წიგნებით ხელმძღვანელობენ.
საკვირაო სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები 6 წლის ასაკიდან. ბავშვები სრულყოფილად შეისწავლიან: ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას, რელიგიას, ქართულ ცეკვასა და სიმღერას.
გელოდებით მისამართზე:
კიევი, მეტრო-პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შულიავსკას ქ. 10/12, № 102 ლიცეუმი;
ტელ.:+ 38 044 539 10 96, 098 681 12 62