31-12-2017, 17:31

გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ, რომ 2018 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული თითოეული თქვენთაგანის და მთლიანად საქართველოსათვის!

ვულოცავთ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს და ყველას მათ, ვინც საქართველოში ცხოვრობს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს !

წყალობა, მშვიდობა, სიხარული, სიყვარული და სასაოება სუფევდეს თითოეული თქვენგანის გულში და საქართველოში!

გილოცავთ!

მრავალჟამიერ!

18-07-2017, 16:01

უკრაინის ქართველთა ასოციაცია “იბერიელი” და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია” განცხადებას ავრცელებენ. "რამდენიმე თვეა, კიევში ახალი ქართული სკოლის გახსნის თაობაზე ინფორმაცია ვრცელდება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამავე, საქართველოში გავრცელებული ინფორმაციით, კიევში ეპატიჟებიან ქართული ენის სპეციალისტს. გვსურს, ყველა გავაფრთხილოთ - ნუ წამოეგებით ავანტიურისტების ანკესს. ეს სავსებით უაზრო წამოწყებაა, რომლის ავტორებს სინამდვილეში სხვა, შორს მიმავალი პირადი ინტერესები ამოძრავებთ, ვიდრე ქვეყნის და ადამიანთა ბედი...


უკან1 2 წინ