კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "იბერიელი" აცხადებს 2021-2022 სასწავლო წელს მოსწავლეთა მიღებას

კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "იბერიელი" აცხადებს 2021-2022  სასწავლო წელს მოსწავლეთა მიღებას უკრაინის ქართული დიასპორის ბაზაზე არსებული კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისთვის.

სწავლის პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ სპეციალურად დიასპორებისთვის შექმნილ პროგრამასთან ერთად დამატებით სხვადასხვა ცნობილი ქართველი ავტორების წიგნებით ხელმძღვანელობენ.

 

საკვირაო სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები 6 წლის ასაკიდან. ბავშვები სრულყოფილად შეისწავლიან: ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას, რელიგიას, ქართულ ცეკვასა და სიმღერას.

სასწავლო პროცესი განახლდება 4-5 სექტემბერს.

 

გელოდებით მისამართზე:

კიევი, მეტრო-პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შულიავსკას ქ. 10/12, № 102 ლიცეუმი;

ტელ.: +38 044 539 10 96 , +38 098 681 12 62

შემოგვიერთდით!