კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2018-2019 სასწავლო წლისთვის

უკრაინის ქართული დიასპორის ბაზაზე არსებული კიევის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2018-2019 სასწავლო წლისთვის. სწავლის პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ სპეციალურად დიასპორებისთვის შექმნილ პროგრამასთან ერთად დამატებით სხვადასხვა ცნობილი ქართველი ავტორების წიგნებით ხელმძღვანელობენ.

საკვირაო სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები 6 წლიდან, რომელთაც მიეცემა

შესაძლებლობა დაეუფლონ ქართულ ენასა და ლიტერატურას. ცენტრში ასევე

გეოგრაფიის, ისტორიის, რელიგიის, ფოლკლორის და ქართული ეროვნული ცეკვების გაკვეთილები ტარდება.

კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“ სწავლის პროცესს მიმდინარე წლის 15 სექტემბერს განაახლებს.

მისამართი: შულიავსკაიას ქ. 10/12, 102 ლიცეუმი, დამატებითი

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 097-37-97-029.

შემოგვიერთდით!