18 მაისს უკრაინაში რიგით მეათე ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართება

18 მაისს უკრაინაში რიგით მეათე ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართება18 მაისს უკრაინაში, ქალაქ მირგოროდში ქართული კულტურის X ფესტივალი გაიმართება.

 

წელს ფესტივალი ორ მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დიდი ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის დაარსების 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

ფესტივალის ფარგლებში დავით გურამიშვილის მუზეუმში ღონისძიება ოფიციალურად საზეიმო ცერემონიალით გაიხსნება, რომელშიც უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე და სხვა საპატიო სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.

 

გარდა ამისა, დავით გურამიშვილის სასაფლაოზე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა თამარ მეფის სახელობის კიევის სამრევლოს რელიგიური თემის წინამძღვარი, მამა კახაბერი პარაკლისის გადაიხდის.

 

ღონისძიება მირგოროდის ცენტრალურ მოედანზე გაგრძელდება, სადაც ქართული კულტურის X ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება.

 

საკონცერტო პროგრამის პარალელურად წარმოდგენილი იქნება ატრაქციონები, გამოფენები, ასევე ქართული და უკრაინული სამზარეულო, საქართველოს ელჩის თასის გადაცემის ცერემონიალი, პოლოტავის რეგიონის ქორეოგრაფიულ გუნდებს შორის, ქართული ცეკვის საუკეთესო შესრულებისთვის.

 

ფესტივალის მონაწილეები არიან - ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“ (კიევი); ანსამბლი „კოლხეთი“ (ხარკოვი); ანსამბლი „რიონი“ (დნეპროპეტროვსკი), სპეციალური სტუმარი კი ქართული ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ იქნება.

 

ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, მირგოროდის დავით გურამიშვილის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის დირექცია, მირგოროდის ქალაქის მერია, საქართველოს ახალგარდა ელჩი უკრაინაში, საქართველოს საელჩო უკრაინაში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერია: FrontNewsInternational