10-05-2018, 23:20
19 მაისს, 18:00 საათზე, კიევში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა სასახლეში ქართული კულტურის IX ფესტივალი გაიმართება. რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების მე-100 წლისთავსა და საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერობების დამყარების 100 წლის იუბილეს.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის კოლექტივები, ქართული ხალხური ცეკვის ანსაბლი "იბერიელი". ღონისძიების სტუმარია, პირველად უკრაინაში, ცნობილი ქართული ჯგუფი „ურსა“ ჯგუფის წევრები: გიორგი ძოწენიძე (ვოკალი), გიორგი გრიგალაშვილი (ვოკალი, ფანდური), შოთიკო ქვარცხავა (ვოკალი, პერკუსია), კობა შენგელია (ბას-გიტარა), ლევან ფერაძე (გიტარა). თანამედროვე ჰანგების ფონზე წარმოდგენილი ქართული ფოლკლორი, თბილი ხმები და სხვადასხვა ინსტრუმენტის შერწყმით წარმოდგენილი ულამაზესი კომპოზიციები.
31-12-2017, 17:31
გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ, რომ 2018 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული თითოეული თქვენთაგანის და მთლიანად საქართველოსათვის!
ვულოცავთ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს და ყველას მათ, ვინც საქართველოში ცხოვრობს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს !
წყალობა, მშვიდობა, სიხარული, სიყვარული და სასაოება სუფევდეს თითოეული თქვენგანის გულში და საქართველოში!
გილოცავთ!
მრავალჟამიერ!
18-07-2017, 16:01
უკრაინის ქართველთა ასოციაცია “იბერიელი” და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია” განცხადებას ავრცელებენ. "რამდენიმე თვეა, კიევში ახალი ქართული სკოლის გახსნის თაობაზე ინფორმაცია ვრცელდება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამავე, საქართველოში გავრცელებული ინფორმაციით, კიევში ეპატიჟებიან ქართული ენის სპეციალისტს. გვსურს, ყველა გავაფრთხილოთ - ნუ წამოეგებით ავანტიურისტების ანკესს. ეს სავსებით უაზრო წამოწყებაა, რომლის ავტორებს სინამდვილეში სხვა, შორს მიმავალი პირადი ინტერესები ამოძრავებთ, ვიდრე ქვეყნის და ადამიანთა ბედი...