კულტურის ცენტრი – საკვირაო სკოლა

კიევის ქართულ საკვირაო სკოლში, რომელიც ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იბერიელის“ ბაზაზე ფუნქციონირებს 100 მდე სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების მოზარდი ირიცხება. სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მასწავლებლებით. მოსწავლეები დაყოფილი არიან სამ ჯგუფად: დაწყებითი კლასი (5 დან 7 წლამდე), რუსულენოვანი ჯგუფი (8 დან 11 წლამდე) და უფროსკლასელები (12 დან 15 წლამდე).

 

ბავშვები სრულყოფილად შეისწავლიან: ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას, მარლმადიდებლურ მოძღვრებას, ქართულ  ცეკვასა და  სიმღერას, ასევე ხალხურ საკრავებზე დაკვრას.

 

გაკვეთილები ტარდება შაბათ-კვირაობით. შაბათს 14 საათიდან, კვირას 11-იდან. მოსწავლეებს ვიღებთ 5 წლის ასაკიდან. შემოგვიერთდით, ერთად ვიზრუნოთ ქართული ტრადიციების შენარჩუნებისათვის!

 

გელოდებით მისამართზე: კიევი, მეტრო „პოლიტექნიკური ინსტიტუტი“, შულიავსკას ქ. 10/12,  № 102 ლიცეუმი; ტელ.:+ 38 044 539 10 96, 098 681 12 62

კულტურის ცენტრი – ქართული ცეკვა

ყოველწლიურად  ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი აცხადებს 6 წლიდან ბავშვების და 16 წლიდან მოზარდების  მიღებას ქართული ცეკვის სასწავლებლად. კოლექტივის  აქტივშია 30-მდე სხვადასხვა ფორმატის ნომერი, ბავშვთა ეტიუდებით დაწყებული, დამთავრებული ფოლკლორული ცეკვებითა და მასობრივი ქორეოგრაფიული წარმოდგენებით. 

 

მოსწავლეები იღებენ დაწყებით ფიზიკურ მომზადებას, სწავლობენ კლასიკური ცეკვისა და მუსიკის საწყისებს, გაღრმავებულად შეისწავლიან ქართულ ცეკვას.

ინტენსიური სასწავლო და საკონცერტო მოღვაწეობა, შემოქმედებითი პროცესის საინტერესო ატმოსფერო, პოზიტიური  განწყობა მოსწავლეებსა და პედაგოგებს აახლოებს, აძლევს თითოეულ მათგანს საშუალებას იგრძნოს თავი დიდი და მეგობრული ოჯახის წევრად.

 

გელით თქვენ და თქვენს ბავშვებს შაბათობით (14.00 საათიდან) და კვირაობით (11.00 საათიდან) მისამართზე: კიევი, მეტრო „პოლიტექნიკური ინსტიტუტი“, შულიავსკას ქ. 10/12, № 102 ლიცეუმი; ტელ.:+ 38 044 539 10 96, 098 681 12 62; სამხატვრო ხელმძღვანელი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე  მაკა ლომსაძე.

ქართული ეროვნული ცეკვა ასევე ისწავლება ხარკოვში, ოდესაში, პოლტავაში, დნეპროპეტროვსკში და ლვოვში.

კულტურის ცენტრი – ფოლკლორი

ქართველი ხალხი სამართლიანად ამაყობს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია. სწორედ ამ უდიდესი კულტურის შენარჩუნებას ემსახურება კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“, სადაც უცხო ქვეყანაში მცხოვრები ბავშვები სრულყოფილად ეზიარებიან ქართული ფოლკლორის ფილოსოფიას.

 

ჩვენ მზად ვართ ჩვენი ცოდნა და პროფესიონალიზმი თქვენი შვილების ქართული სულისკვეთებით აღზრდას მოვახმაროთ. ვასწავლოთ მომავალ თაობებს ის, რაც ასე ძვირფასია თითოეული ქართველისათვის. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“  იწვევს მოზარდებს 6 წლიდან სიმღერისა და ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე (ფანდური, ჩონგური, დოლი, სალამური) დაკვრის შესასწავლად. 

 

გელოდებით მისამართზე: კიევი, მეტრო „პოლიტექნიკური ინსტიტუტი“, შულიავსკას ქ. 10/12, № 102 ლიცეუმი; ტელ.: + 38 044 539 10 96, 098 681 12 62.

კულტურის ცენტრი „იბერიელი“ – ქართული ენის კურსები

ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში 2005 წლიდან ფუნქციონირებს ქართულის, როგორც უცხო  ენის, შემსწავლელი სპეციალური კურსები. კურსებს უძღვებიან პროფესიონალი პედაგოგები  დავით თოდუა, ქეთევან ლატარია და ეკატერინე ადეიშვილი.  მსმენელებთან  მუშაობა (ენის დაუფლება, დახვეწა და სრულყოფა) სპეციალურად შემუშავებული პროგრამით მიმდინარეობს. სწავლა მიმდინარეობს სამ ეტაპად: 1-ლ ეტაპზე (4-თვიანი) ისწავლება წერა-კითხვა, ყოველდღიურად საჭირო და აუცილებელი სიტყვები, სასაუბრო დონეზე დამოუკიდებლად აზრის გამოთქმა, ყალიბდება მოსმენისა და კარგად გააზრების უნარ-ჩვევები; მე-2 (7-თვიანი)  და მე-3 ეტაპი (11-თვიანი) ითვალისწინებს  თავისუფალი საუბრის პრაქტიკული უნარების უზრუნველყოფას, ხდება გრამატიკის საფუძვლიანი ათვისება და განმტკიცება, პრაქტიკული სავარჯიშოებით მეტყველების დახვეწა.    

 

ქართული ენის კურსებზე მსურველთა მიღება ყოველწლურად სექტემბერისა და იანვრის თვეებში მიმდინარეობს. მეცადინეობა ტარდება შაბათ-კვირაობით. მსმენელები ჯგუფებში სხვადასხვა დონის მიხედვით ნაწილდებიან, აქედან გამომდინარე სასურველია, რომ მსურველები დაგვიკავშირდეთ წინასწარ, შეავსოთ ჩვენი მითითებული ანკეტა ან გამოაგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: courses@iberieli.org

 

ქართული ენის კურსები კიევში

ქართული ენის კურსები კიევში

 

 კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“ ახალი სასწავლო წლისათვის აცხადებს მსმენელთა მიღებას ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე. მეცადინეობა დაიწყება 2019 წლის 2-3 თებერვალს. სწავლა მიმდინარეობს ყოველ შაბთ-კვირას. კურსებს უძღვებიან გამოცდილი, მაღალკვალიფიციური რეპეტიტორები. კურსებზე დასწრება შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის და ეროვნების ადამიანებს. მსურველებს შეგიძლიათ შეავსოთ შესაბამისი რეგისტრაცია აქ
ან დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე courses@iberieli.org

 

ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“

ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“ შეიქმნა 2003 წ. ქ. კიევში ქართული საკვირაო სკოლის (1996 წ.) ხალხური ცეკვის წრის (2001 წ.) ბაზაზე. სამხატვრო ხელმძღვანელის ქალბატონი მაკა ლომსაძის დაუღალავი შრომისა და ენთუზიაზმის შედეგად ანსამბლმა მალე მოიპოვა პოპულარობა.


„იბერიელის“ რეპერტუარი მთლიანად მოიცავს საქართველოს რეგიონების ქორეოგრაფიულ ფოლკლორს: „ფარცა“, „დავლური“, „ქართული“, „აჭარული“, „სამაია“, „ხორუმი“, „ნარნარი“, „რაჭული“, „ხევსურული“, „ძველი თბილისი“, „სიმდი“, „ლაზური“, „ილოური“, „მთიულური“, „ყაზბეგური“, „სვანური“ , ანსამბლის რეპერტუარში ასევე იხილავთ განახლებულ ქართულ ცეკვებსაც «შეხვედრა მთაში”, სამანი“, „კავკასიური“, „ცდო“, „ზეკარი“, „ჯუთა“ რომლებიც ანსამბლის ქორეოგრაფის მიერ ახალი ელემენტების გამოყენებით არის დადგმული.


დღეისათვის ანსამბლს ჰყავს ორი თაობა – უფროსი და უმცროსი.
ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „იბერიელის“ ორივე თაობა წარმატებით ახორციელებს უკრაინაში ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას. განვლილი წლების განმავლობაში „იბერიელმა» არაერთი საქალაქო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ შემოქმედებით არქივს არაერთი ჯილდო თუ პრიზი შეჰმატა, მათ შორის: ეროვნული შემოქმედების ფესტივალი „მშვიდობა კავკასიას“ (2003 წ.), ეროვნულ უმცირესობათა კულტურის ფესტივალი (2004 წ.), მსოფლიოს ხალხთა ცეკვის ფესტივალი (2006 წ.) საერთაშორისო ეთნოფესტივალი (კიევი, 2007 წ), პირველი ეროვნული კულტურის ფესტივალი „სუცვიტია“ (2008 წ.), საერთაშორისო ეროვნული კულტურის ფესტივალი „ფოლკლორამა“ (2008 წ.), ხალხური ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი „მისტერია ტანცა“ (2009 წ.), მსოფლიო ერების ცეკვები –უკრაინის ცეკვის ფედერაცია (2009 წ.), ლიტერატურისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „კოროლევსკი რუშნიკი“ (2010 წ.), ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი (2010 წ.), საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენა ვართ – უკრაინა“ (2011-2013-2015 წწ.), ამატორული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ArtTalentFest“ (2011-2016 წწ.), საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი „უკრაინა აერთიანებს მსოფლიოს“ (2016 წ.) და სხვა მრავალი.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანსამბლის ხელმძღვანელს მაკა ლომსაძეს 2011 წლის დეკემბერში, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, 2013 წლის მაისში კი ანსამბლ „იბერიელს“ უკრაინის სახალხო ამატორული კილექტივის წოდება მიენიჭათ. ანსამბლის უფროსი (26 წევრი) და უმცროსი (25 წევრი) თაობები სისტემატიურად განაგრძობენ მუშაობას ძველი ეროვნული ცეკვების დახვეწასა და განვითარებაზე, ასევე თანამედროვე, ახალი ილეთების შესწავლაზე. „იბერიელი“ ასევე მონაწილეობს უკრაინის სამთავრობო ღონისძიებებში, მათი მონაწილეობით გადაღებულია 3 დოკუმენტური ფილმი.

 

ანსამბლის მოწვევა კორპორატივზე

ქართული ხალხური ცეკვა, მსოფლიო კულტურის დიდ საგანძურს წარმოადგენს, რომელიც მაყურებელთათვის მარტო გართობისა და სიამოვნების მინიჭების საშუალება არ არის. მასში, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთ ფენომენში იკითხება ეროვნული სული, ქართველი კაცის ხასიათი, ტემპერამენტი, ნიჭიერება, სიმამაცე, ფიზიკური და სულიერი სიძლიერე. ქართული ცეკვა წარმოადგენს საქართველოს ისტორიას, ტრადიციებს, კულტურას, რომელიც გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ქართულმა ცეკვამ არაერთი მაყურებელი დატოვა მოჯადოებული და აღფრთოვანებული... აქედან გამომდინარე თქვენც გეძლევათ შესაძლებლობა ეზიაროთ და დატკბეთ არაჩვეულებრივი სანახაობით.


ქართული ხალხური ცეკვა – ნამდვილი საჩუქარია ნებისმიერ დღესასწაულზე. ეროვნულ საცეკვაო სამოსელში შემსრულებელთა  დახვეწილი პლასტიკა, ჰარმონიული მოძრაობა, თავდაჭერილი  მანერა  თქვენს საღამოს დადებითი ემოციებით გააჯერებს და დაუვიწყარს გახდის.

ცეკვის გარდა, ასევე შეიძლება შეუკვეთოთ ქართული ხალხური მრავალხმიანი  სიმღერები  უძველესი დროიდან შემონახული ქართული ეროვნული ინსტრუმენტების თანხლებით.  


მსურველები დაგვიკავშირდით:+ 38 044 539 10 96, 098 681 12 62.

 

კონტაქტი

ქ. კიევი, შულიავსკაიას ქ. 10/12
ტელ.: +38044-539-10-96;+ 38 098 681 12 62
ელექტრონული ფოსტა: diaspora@iberieli.org


უკან1 2 3 4 5 6 წინ