№7
№6
№5
№4
№3
№2
№1
ჩვენს შესახებ

ქართული საკვირაო სკოლა ჩამოყალიბდა 1996 წლის ნოემბერში. ამას წინ უძღოდა  კულტურულ-საქველმოქმედო ფონდ „სამშობლოს“ დაფუძნება, რომელსაც დაეკისრა ქართული სათვისტომოს შეკავშირება. ფონდის დამაარსებლები გახდნენ საქართველოს საელჩო უკრაინაში და კიევის ქართული საზოგადოების აქტიური წევრები: მევლუდ ხურციძე,  ალექსანდრე მოლოვიჩკო, ანატოლი მილჩენკო, გია ჯოჯუა, ვასო ბერულავა, ირაკლი მუნჯიშვილი, დავით თოდუა.  სწორედ  ფონდ  „სამშობლოს“ მონდომებით  შეიქმნა  ქართული  საკვირაო  სკოლა,  მასწავლებლებიც  მალე  გამოჩდნენ – როზა არობელიძე,  ნანა ღონღაძე, ამირან ბეჟუაშვილი, ალექსანდრე მოლოვიჩკო.

 

ქართული დიპლომატიური კორპუსის პირველი შემადგენლობის როტაციის შედეგად 1998 წლიდან შემცირდა მხარდაჭერა საელჩოს მხრიდან, იმავდროულად შეწყვიტა ფუნქციონირება კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდმა „სამშობლომ“. აქედან გამომდინარე პრობლემათა მთელი სიმძიმე დააწვათ როზა არობელიძესა და საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშე ამირან ბეჟუაშვილს. სპონსორულ ყურადღებას ამ წლებში საკვირაო სკოლას არ აკლებდნენ ქალბატონი ლალი კილაძე და ბატონი ვასო ბერულავა.

 

2000  წლიდან  კი  სკოლაში უკრაინის  შინაგანი ჯარების ეროვნული აკადემიის   სტუდენტებმა,  ლევან ჭუბაბრიამ და ზაზა ზაზაძემ, ქართული  ცეკვის  წრე   ჩამოაყალიბეს.  გახალისდა  სკოლა, გაიზარდა  როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა კონტინგენტი. ქართულ ენასა და საქართველოს  ისტორიას  ცნობილი ქართველი  მწერალი გურამ პეტრიაშვილი ასწავლიდა.

 

2003  წლიდან  საკვირაო სკოლის მუშაობაში დაწყებითი კლასების  პედაგოგი, ფსიქოლოგი  ნათია რობაქიძე  და ქართული ცეკვისა და სიმღერის  პედაგოგი   მანანა სულაქველიძე  ჩაერთვნენ.   

 

2004 წლის 19 სექტემბრის უკრაინის კანონის შესაბამისად, საკვირაო სკოლა რეორგანიზებულ იქნა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად. ცენტრს სახელად „იბერიელი“ ეწოდა. სკოლამ  მრავალფუნქციური  სახე  მიიღო  და  მაღალპროფესიონალური  სკოლის დონეზე გააკეთა  განაცხადი. გაღრმავდა  ქართული ენის სწავლება. ქართულ ენასა  და  ლიტერატურასთან  ერთად  ბავშვები  საქართველოს  ისტორიას, მის ტრადიციებს, კულტურასა  და  ხელოვნებას  სწავლობდნენ.  ცენტრის  მთავარი მიზანი სამშობლოს მონატრებული ადამიანებისათვის ინფორმაციის მიწოდება და უცხო ქვეყანაში მოზარდი თაობის ქართული სულისკვეთებით  აღზრდა  გახდა.

 

2006 წლიდან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში მუშაობს ქართული ენის  შემსწავლელი  კურსები უცხოენოვანი მსმენელებისათვის. კურსებზე  ქართულ ენას  სხვადასხვა დროს ასწავლიდნენ მარინა ბეჟანიშვილი და  სოსო  ჩოჩია. იმ დროიდან  მოყოლებული დღემდე ქართულს, როგორც უცხო ენას, ასწავლიან დავით თოდუა, ქეთევან ლატარია, ეკატერინე ადეიშვილი, მარინა დონაძე და ლალი გადელია. დღეს მათი ხელმძღვანელობით სტაბილურად მუშაობს ექვსი ჯგუფი. ათობით  მსმენელმა  წარმატებით გაიარა კურსები და კვალიფიცირებული თარჯიმანი გახდა.  

 

საკვირაო  სკოლაში არსებული   ქართული ხალხური ცეკვის წრე  2005 წელს  ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „იბერიელად“  ჩამოყალიბდა.  ანსამბლში  წლების მანძილზე  არაერთი  თაობა აღიზარდა.

 

2005 წლიდან  ანსამბლ  „იბერიელს“  ქორეოგრაფი  მაკა ლომსაძე ჩაუდგა  სათავეში.    მისი  დაუღალავი  შრომითა  და  ბავშვების  დიდი  მონდომებით  ანსამბლმა  უამრავ  საქალაქო, რესპუბლიკურ  თუ საერთაშორისო  ფოლკლორულ ფესტივალში  მიიღო  მონაწილეობა  და  არაერთი   ჯილდო   და  პრიზიც   მოიპოვა. სწორედ ამ მუხლჩაუხრელი  შრომის  შედეგი  გახდა  ის, რომ   2011  წლის  დეკემბერში უკრაინის   პრეზიდენტის  ბრძანებით  მაკა  ლომსაძეს  უკრაინის ხელოვნების   დამსახურებული მოღვაწის  წოდება მიენიჭა.

 

ანსამბლი „იბერიელი“   სრულიად   უკრაინისათვის  ცნობილი  სახე  გახდა.  სწორედ ამიტომ 2013  წლის მაისში  მას  უკრაინის სახალხო ამატორული კოლექტივის  წოდება  მიანიჭეს.  ანსამბლ  „იბერიელის“  მონაწილეობით უკრაინაში  სამი  დოკუმენტური ფილმია გადაღებული.

 

2000-იან წლებში ქართულ სათვისტომოში არსებული ქაოსისა და მისგან გამოწვეული სირთულეების აღმოსაფხვრელად 2003 წელს დაარსებულ იქნა უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“.   ასოციაციის   პრეზიდენტი    ბატონი  ბესიკ  შამუგია გახდა, რომელიც დღემდე  სათავეში უდგას მას.  დროთა   განმავლობაში  ქართულ ასოციაციას საკმაოდ რთულ   საკითხებზე  მოუხდა  ყურადღების  გამახვილება.  კერძოდ,  ეს იყო აფხაზეთიდან   დევნილი  თანამემამულეების   პრობლემების  მოგვარების თემა,  ასევე უკრაინაში   ჩამოსული  ემიგრანტების  დახმარების  აუცილებლობა.  სწორედ  ამ მიზნით  2010  წლის  22 მაისს,  შეიქმნა  სრულიად  უკრაინის   საზოგადოებრივი   გაერთიანება  „გეორგია“.  გაერთანების  უპირველესი  მიზანი  სამშობლოდან  მოწყვეტილი   თანამემამულეებს   დახმარება  გახდა.  „გეორგიაში“  თექვსმეტი   რეგიონალური ორგანიზაციაა  გაერთიანებული.


ამგვარი  გაერთიანების   ჩამოყალიბებამ   უკრაინის   სხვადასხვა რეგიონში კულტურული ცენტრების ამუშავებასა და მათ განვითარებას  შეუწყო ხელი.   ორგანიზაციამ   ემიგრანტი  ბავშვების ქართულ ტრადიციებზე  აღზრდა  და    ქართული კულტურის   პოპულარიზაცია   არა  მარტო   კიევში,  არამედ უკრაინის  სხვა ქალაქებშიც შეძლო. 


უკრაინის  ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“ და  სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი   გაერთიანება  „გეორგია“, ბესიკ  შამუგიას  მონდომებითა  და   ძალისხმევით  უკვე 10  წელია  უმაღლესი  ტიპოგრაფიული   ხარისხის   ქართულ-უკრაინულ  ჟურნალ „საქართველოს“  გამოსცემს.   ჟურნალი  მკითხველს  უკრაინაში მცხოვრები  გამოჩენილი ქართველი  ადამიანების ცხოვრებასა და  მოღვაწეობას  აცნობს.  აქვე იბეჭდება ქართულ-უკრაინულ ღონისძიებათა შესახებ  ინფორმაციები. ჟურნალი  გამოდის  საქართველოს  საელჩოს, ასევე  საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა  და  უკრაინის  კულტურის  სამინისტროების მხარდაჭერით.


2004  წელს  უკრაინაში  პირველად  ჩატარდა  ქართული  კინოს  ფესტივალი  და  ეს  ტრადიცია  დღემდე  გრძელდება.  უკრაინელები  დიდი  ინტერესით ადევენებენ თვალს ქართულ კინოხელოვნებას. ყოველწლიურად  იზრდება  ქართული კინოს  მოყვარულთა რაოდენობა. კინოფესივალი არამარტო  კიევში, არამედ   უკრაინის   სხვადასვა  ქალაქებშიც  ტარდება. ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი  „იბერიელი“ და სრულიად   უკრაინის  საზოგადოებრივი  გაერთიანება „გეორგია“  ყოველწლიურად   საზეიმო  კონცერტებს  მართავს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.


2010  წლიდან კი  ფესტივალს   აკადემიური   ღონისძიების სახე მიეცა,   ბოლო   ექვსი წლის განმავლობაში  მასში  მრავალმა  ცნობილმა ქართველმა  შემსრულებელმა   მიიღო მონაწილეობა. 


უკვე  მეხუთე   წელია  რაც  ქართული დიასპორა   კიდევ  ერთ მასშტაბურ  პროექტშია  ჩართული.  ეს პროექტი  საელჩოს  ეგიდით ტარდება და ყველასთვის საყვარელ  „თბილისობის“  დღესასწაულს   ეძღვნება,  ამ ღონისძიებაში  ადგილობრივ   შემსრულებლებთან  ერთად  ყოველწლიურად  საქართველოდან  ჩამოსული ცნობილი ჯგუფები  და   მომღერლები  იღებენ   მონაწილეობას.


ქართული  სათვისტომო  ეხმარება   ახალგაზრდა შემოქმედებსაც, ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ  საკუთარი  ნიჭისა  და  მონაცემების  გამოვლენას უცხო ქვეყანაში.  კერძოდ, მხატვრებს, მუსიკოსებს, მწერლებს.  მათ   აქვთ საშუალება   დიასპორის   ღონისძიებებზე  თავიანთი  ნამუშევრები  წარმოადგინონ.  ამგვარი  ღონისძიებები  დიასპორის  მხრიდან  ყოველთვის  ყურადღების ცენტრშია.


2013 წლის მაისში  კიდევ ერთ კეთილ საქმეს ჩაეყარა საფუძველი.   კიევში, ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში,  პირველი ქართული ბიბლიოთეკა  დაარსდა. ბიბლიოთეკის ფონდი 3000-ზე მეტ სხვადასხვა ჟანრის   ქართულ გამოცემას მოიცავს.   


როგორც  ხედავთ, ვიღწვით  და  ვშრომობთ, კვალავაც  ასე გაგრძელებას  ვაპირებთ და სანამ  ემიგრანტი  ქართველები   სამშობლოში   დავუბრუნდებოდეთ ,  კიდევ  ბევრი სიკეთის  გაკეთებას მოვასწრებთ!  ხოლო  სტუმართმოყვარე   უკრაინა  კი  ... გვწამს და  გვჯერა, რომ        ყოველთვის  მიუჩენს  მისი უზარმაზარი  გულის   ყველაზე   თბილ   და   მოხერხებულ  კუთხეს  ჩვენს  პატარა  ქვეყანას – იბერიას...

 

სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას“ ადმინისტრაცია.

პრეზიდენტი

ბესიკ შამუგია

1997 წელს დაამთავრა  ა. ბოგომოლეცის სახელობის ნაციონალური სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა, კიევი).  2003 წელს დაიცვა სამედიცინო მეცნიერებათა  მაძიებლის  საკანდიდატო  ხარისხი კარდიოლოგიაში. 2003 წელს გერმანიაში  მიენიჭა დოქტორ რეკკევეგას სახელობის  საერთაშორისო პრემია. 2013 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 2003 წლიდან გახლავთ უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ პრეზიდენტი, 2010 წლიდან არჩეული იქნა სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიის” პრეზიდენტად. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სახელმწიფო ჯილდოები:

2008 წ. - ორდენი „დამსახურებისათვის” – (უკრაინის პრეზიდენტი)

20012 წ. – „ღირსების ორდენი” – (საქართველოს პრეზიდენტი)

2013 წ. – ორდენი „სამოქალაქო თავდადებისათვის” – (საქართველოს პრეზიდენტი)

2016 წ. - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპატიო მედალი „ჩვენ გვაძლიერებს ყოველივე რაც გვაერთიანებს”

 

 

ვიცე პრეზიდენტი

სოსო  ჩოჩია

1986 წელს დაამთავრა დაამთავრა  ა. ბოგომოლეცის სახელობის ნაციონალური სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა, კიევი). ქართველი მწერალი და მთარგმნელი. მისი ნაშრომები იბეჭდება 1984 წლიდან. არის საქართველოსა და უკრაინის მწერალთა კავშირების წევრი. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

ვიცე-პრეზიდენტი

ზურაბ ქირია

1978 წელს დაამთავრა ქალაქ ხარკოვის (უკრაინა) მილიციის აკადემია,  1981 წელს კი სსრკ შსს უმაღლესი სასწავლებელი უფროსი ოფიცრის წოდებით. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, 1988 წლიდან  იყო კომპანია  „კაპიტალის“ გენერალური დირექტორი. 2002 წ. ხელმძღვანელობს   ნაციონალურ საზოგადოებრივ გაერთიანება „საქართველოს“ ხარკოვის ოლქში. მიღებული აქვს  ხარკოვის სახელმწიფო ადმინისტრაციის ჯილდოები. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

 

ჟურნალ „საქართველოს“ რედაქტორი

დავით თოდუა

1977 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მართვის ავტომატიზებული სისტემების მიმართულებით,  1983 წელს კი – ასპირანტურა უკრაინის კიბერნეტიკის ინსტიტუტში მათემატიკური მეთოდებისა და მოდელების მიმართულებით. 1978-1991 წწ. მუშაობდა კიბერნეტიკის ინსტიტუტში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, I  კატეგორიის ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1991-1992 წწ. იყო უფროსი მასწავლებელი  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით მიენიჭა ღირსების ორდენი. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

 

 

დიასპორის საკოორდინაციო სამსახურის ხელმძღვანელი

ანა კრავჩუკი–სორდია

2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, ვიზუალური ხელოვნების კათედრა) ტელე-ფოტო რეპორტიორის სპეციალობით. 2003–2005 წწ. მუშაობდა საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტად ტელეკომპანია „ოდიშში“ (საქართველო, ქ. ზუგდიდი). 2005-2007 წწ. საინფორმაციო სასმსახურის ხელმძღვანელად და წამყვანად რადიო „ოდიში+“ . 2008-2009  წწ.  იყო  მუსიკალური პროგრამების რედაქტორი რადიო „აფხაზეთის ხმაში“ (საქართველო, ქ. თბილისი), ასევე  2010 წლეს რადიო „იმედის“  სპეც-კორესპონდენტი უკრაინაში, ამავე წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს დიასპორის საკოორდინაციო სამსახურს. დაოჯახებულია.

 

კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის კოორდინატორი

ირაკლი წახნაკია

2018 წელს ჩაირიცხა პერსონალის მართვის რეგიონთაშორისო აკადემიაში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. დაამთავრა ქ. ხარკოვის კ. ი. შულჟენკოს სახელობის № 12-ე საბავშვო სამუსიკო სკოლა, გიტარის განხრით. 2013-2015 წწ. მუშაობდა ქ. ჩხოროწყუს საგანმანათლებლო ცენტრსა და კომპლექსურ სასპორტო სკოლის გაერთიანებაში, გიტარისტების ახალგაზრდული წრის ხელმძღვანელად. 2021 წლიდან მუშაობს ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში "იბერიელი".

 

ქართული დიასპორის წარმომადგენლობა უკრაინის ოლქებში

ქალაქი

ორგანიზაციის დასახელება

საკონტაქტო მონაცემები

საკონტაქტო პირი

კიევი

უკრაინის ქართველთა ასოციაცია “იბერიელი”, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია”

+38098 681 12 62

www.iberieli.org

diaspora@iberieli.org

 

ana_kravchuk@iberieli.org

 

პრეზედენტი

ბესიკ შამუგია

 

კოორდინატორი:

ანა კარვჩუკი (სორდია)

კიევი

ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“

+38093 459 59 86

www.iberieli.org

maka_lomsadze@iberieli.org

 

ხელმძღვანელი

მაკა ლომსაძე

ხარკოვი

 

ეროვნული საზოგადოებრივი გაერთიანება "საქართველო", საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია”

+380 50 632 80-88

 +38 (057)7515213 zurab.kiria@mail.ru 

პრეზიდენეტი

ზურაბ ქირია

ხარკოვი 

 

საცეკვაო კოლექტივი "მეტეხი", საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია”

+38 067 7497084 kitpool@rambler.ru 

რუსლან კიტნიუხი

დონეცკი

 

საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია”

+380-501-86-83-08 utsz1441@ukr.net 

ხელმძღვანელი

თორნიკე სალია

სუმი  

 

კულტურის ცენტრი „იბერია“, საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია”

+38095-006-64-49 yanshumlo@ukr.net 

ხელმძღვანელი

კორნელი შენგელია

პოლტავა 

 

პოლტავის რეგიონული ქართველთა საძმო გეორგია, საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია”

+380532-57-31-29  +38067-542-77-74 ketrism@rambler.ru 

ხელმძღვანელი

რამაზ ზარქუა

ლვოვი   

 

ქართული სათვისტომო "არაგვი," საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია”

+38093 565-56-03 +38032 238-15-70 aragvi1@ukr.net 

ხელმძღვანელი

ჯუმბერ ძიგუა

ოდესა

 

ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი “ივერია”

+380-48-743-16-03 ფაქსი: +38048-725-23-73 dzhum.roman@gmail.com 

ხელმძღვანელი ჯუმბერ რომანაძე

დნეპროპეტროვსკი

 

კულტურის ცენტრი «ქართული სული», საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია”

 

+380-97-542-33-57

+380-67-631-50-21

tra36161777@yandex.ru 

ხელმძღვანელი

ლალი გერზმავა

გოჩა ლომიძე, 

ლუგანსკი

 

საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია”

+380-95-308-14-55 koptilina@bigmir.net 

ხელმძღვანელი

სვეტლანა კოპტილინა,

ზაპოროჟიე

 

საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია”

+380972612965 ukr_ramini@mail.ru 

წარმომადგენელი

რამინ თორია

ჩერკასი

 

საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია”

+380-97-9444-841

წარმომადგენელი

მაია ტერეშჩენკო

ტერნოპოლი

 

საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია”

+380-676-722-623

წარმომადგენელი

ავთანდილ მდინარაძე

ხერსონი

საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია”

+38050-803-47-03

eliko_ks@mail.ru 

 

წარმომადგენელი

ელიკო მარკელია

როვნო

უკრაინა-საქართველოს მეგობრობის ცენტრი

+38068-741-40-97

sakartvelo.rivne@gmail.com 

ხელმძღვანელი

რუსლან თოლორდავა