ძვირფასო მეგობრებო!
გულითადად გილოცავთ ქრისტესშობასა და მოახლოებულ 2025 წელს!
დაე, ამ შობის ბრწყინვალე დღესასწაულმა მოუტანოს ჩვენს უკრაინას გამარჯვება და მშვიდობა, ხოლო თითოეულ ოჯახს - სიმშვიდე, ერთიანობა და ბედნიერება.
ვლოცულობთ ჩვენი მეომრების სიმამაცისა და ძალისთვის, რომლებიც იცავენ ჩვენს მშობლიურ მიწას, და გულწრფელად გვჯერა უკრაინის გამარჯვების.
დაე, ჩვენმა საერთო ოცნებამ მშვიდობიანი, თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრების შესახებ რეალობად იქცეს ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის!
დიდება გმირებს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
ჩვენ – უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს, როგორც არავის, კარგად გვესმის უკრაინელი ხალხის სატკივარისა და განგაშისა. ამ დიდი გამოცდის ჟამს განზე ვერ გავდგებით. 2008 წელს რუსეთის ფედერაცია თავხედურად დაესხა თავს ჩვენს სამშობლოს მხოლოდ იმის გამო, რომ მან განვითარების ევროპული და ევროატლანტური გზა აირჩია და თამამად იცავდა თავის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.
მტერი, ამჟამად, ჩვენი მეორე სამშობლოს – უკრაინის საზღვრებთანაა და, მიუხედავად იმისა, რომ ვგმობთ ომს, მზად ვართ უკრაინელების მხარდამხარ დავდგეთ და დავიცვათ ამ თავისუფალი ხალხის თავისუფალი არჩევანი. აგრესორი უეჭველად მიიღებს საკადრის პასუხს!
დღეს უკრაინაში სტაბილურობისა და მშვიდობის დაცვა, არა მხოლოდ ხელისუფლების, უკრაინის ყველა მოქალაქის მოვალეობაა. ჩვენ, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, ერთიანობა გვჭირდება, არ დავუშვათ არავითარი პანიკური განწყობილება!
მოვუწოდებთ ყველა ეროვნების წარმომადგენელს ერთობის, თანხმობისა და ურთიერთგაგებისაკენ, სუვერენული, დემოკრატიული და აყვავებული უკრაინისთვის ბრძოლაში!
დიდება უკრაინას!
უკრაინის ქართული დიასპორის ბაზაზე არსებული კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისთვის.
სწავლის პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ სპეციალურად დიასპორებისთვის შექმნილ პროგრამასთან ერთად დამატებით სხვადასხვა ცნობილი ქართველი ავტორების წიგნებით ხელმძღვანელობენ.
საკვირაო სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები 6 წლის ასაკიდან. ბავშვები სრულყოფილად შეისწავლიან: ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას, რელიგიას, ქართულ ცეკვასა და სიმღერას.
სასწავლო პროცესი განახლდება 4-5 სექტემბერს.
4 ივნისს, 18:00 საათზე კიევის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში ("მარიინსკის" პარკი) ქართული კულტურის XI ფესტივალი გაიმართება.
ტრადიციული, ყოველწლიური ფესტივალი წელს განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს, რადგან ეძღვნება კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის 25 წლის იუბილეს.
ფესტივალში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“ და კიევის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრის ფოლკლორული და სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, მხარდამჭერები – უკრაინის კულტურის სამინისტრო, კიევის ქალაქის ადმინისტრაცია და საქართველოს საელჩო უკრაინაში.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.
ძვირფასო ქალბატონებო!
ქართული დიასპორა უკრაინაში გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს!
არ დაიჯეროთ, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს – ის თქვენ გარშემო ბრუნავს, ჩვენო ძვირფასო დედებო, დებო, მეუღლეებო და მეგობრებო!
სილამაზე და სიყვარული, რომლებიც უფალმა გიბოძათ, მსოფლიოს ბოროტებისა და ომებისგან იხსნის, ჩვენი მშვენიერი პლანეტა ხომ ჩვენი სახლია, თქვენ კი უხსოვარი დროიდან მისი კერიის მფარველები ბრძანდებით!
რაც უნდა გისურვოთ, მაინც ძალზე ცოტა იქნება, რადგან ამ ქვეყნად არ არსებობს თქვენი ღირსი საუნჯე!
ამიტომაც ჩვენ, მამაკაცები, ყვავილებსა და ჩვენს გულებს გიძღვნით, რათა სიხარული მოგანიჭოთ.
გმადლობთ ყველაფრისათვის!
22 ნოემბერს, 19:00 საათზე, კიევში ახალი ქართული კინოს საიუბილეო ფესტივალი გაიხსნება. ახალი ქართული კინოს XV ფესტივალი შინდისის გმირების და გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება. ფესტივალი კინოთეატრ "ჟოვტენში" საზეიმო ვითარებაში გაიხსნება და ნაჩვენები იქნება დიტო ცინცაძის ფილმი "შინდისი“, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს ეძღვნება და რომელიც წელს ოსკარის დაჯილდოების ნომინანტია.
22-27 ნოემბრის ჩათვლით საიუბილეო კინოფესტივალის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება: თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“, გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“, ნინო ჟვანიას „აღლუმი“, დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, მარიამ ხაჭვანის „დედე“, გიორგი მეგრელიშვილის „ჰამლეტი“ და თეო ჯორბენაძის დოკუმენტური ფილმი „სევდის ანგელოზები“, რომელიც მსოფლიო დონის დიდი ქართველ კომპოზიტორის გია ყანჩელის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს...
უკრაინის ქართული დიასპორის ბაზაზე არსებული კიევის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2019-2020 სასწავლო წლისთვის.
სწავლის პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ სპეციალურად დიასპორებისთვის შექმნილ პროგრამასთან ერთად დამატებით სხვადასხვა ცნობილი ქართველი ავტორების წიგნებით ხელმძღვანელობენ.
საკვირაო სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები 6 წლის ასაკიდან. ბავშვები სრულყოფილად შეისწავლიან: ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას, რელიგიას, ქართულ ცეკვასა და სიმღერას. გელოდებით მისამართზე...
18 მაისს უკრაინაში, ქალაქ მირგოროდში ქართული კულტურის X ფესტივალი გაიმართება.
წელს ფესტივალი ორ მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დიდი ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის დაარსების 50 წლის იუბილეს ეძღვნება.
ფესტივალის ფარგლებში დავით გურამიშვილის მუზეუმში ღონისძიება ოფიციალურად საზეიმო ცერემონიალით გაიხსნება, რომელშიც უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე და სხვა საპატიო სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.
გარდა ამისა, დავით გურამიშვილის სასაფლაოზე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა თამარ მეფის სახელობის კიევის სამრევლოს რელიგიური თემის წინამძღვარი, მამა კახაბერი პარაკლისის გადაიხდის.
ღონისძიება მირგოროდის ცენტრალურ მოედანზე გაგრძელდება, სადაც ქართული კულტურის X ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება.
საკონცერტო პროგრამის პარალელურად წარმოდგენილი იქნება ატრაქციონები, გამოფენები, ასევე ქართული და უკრაინული სამზარეულო, საქართველოს ელჩის თასის გადაცემის ცერემონიალი, პოლოტავის რეგიონის ქორეოგრაფიულ გუნდებს შორის, ქართული ცეკვის საუკეთესო შესრულებისთვის...
ძვირფასო მეგობრებო!
ქართული დიასპორა უკრაინაში გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ, რომ 2019 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული თითოეული თქვენთაგანის და მთლიანად საქართველოსათვის!
ვულოცავთ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს და ყველას მათ, ვინც საქართველოში ცხოვრობს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს !
წყალობა, მშვიდობა, სიხარული, სიყვარული და სასაოება სუფევდეს თითოეული თქვენგანის გულში და საქართველოში!
გილოცავთ!
მრავალჟამიერ!