star archive bad ca calendar cat coms dislike down down2 fav fb gp info left like login love mail od pass rel reply right search set share sort_down sort_up top tw up views vk votes cross phone loc ya
კიევში ქართული კულტურის XI ფესტივალი გაიმართება

კიევში ქართული კულტურის XI ფესტივალი გაიმართება4 ივნისს, 18:00 საათზე კიევის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში ("მარიინსკის" პარკი) ქართული კულტურის XI ფესტივალი გაიმართება.

ტრადიციული, ყოველწლიური ფესტივალი წელს განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს, რადგან ეძღვნება კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის 25 წლის იუბილეს.

ქართული კულტურის ფესტივალი თავისი მასშტაბურობით სოციალურ-კულტურული პროექტია და ხელს უწყობს საქართველო-უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას. ბევრი აქ მცხოვრები და მოღვაწე ქართველისთვის უკრაინა გახდა მეორე სამშობლო. ეს ის ქვეყანაა, სადაც უკრაინულ ეროვნულ ფასეულობებთან ერთად ფასდება კიდევ 134-ზე მეტი ეთნოსის ტრადიციები და კულტურა.

ფესტივალში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“ და კიევის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრის ფოლკლორული და სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, მხარდამჭერები – უკრაინის კულტურის სამინისტრო, კიევის ქალაქის ადმინისტრაცია და საქართველოს საელჩო უკრაინაში.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.