ადმინისტრაცია

 

მაკა ლომსაძე

კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი

ქორეოგრაფი. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის მიმართულებით. 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ცეკვის  სპეციალიზირებული სტუდია. 1980–1991 წწ. იყო ქალაქ ხობის პროფესიონალთა ანსამბლის სოლისტი. 2005 წლიდან მოღვაწეობს ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იბერიელში“, არის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „იბერიელის“  სამხატვრო ხელმძღვანელი. 2011  წლის დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება  მიენიჭა. დაოჯახებულია,  ჰყავს ორი შვილი.

 

 

ირაკლი წახნაკია

კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის კოორდინატორი

2018 წელს ჩაირიცხა პერსონალის მართვის რეგიონთაშორისო აკადემიაში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. დაამთავრა ქ. ხარკოვის კ. ი. შულჟენკოს სახელობის № 12-ე საბავშვო სამუსიკო სკოლა, გიტარის განხრით. 2013-2015 წწ. მუშაობდა ქ. ჩხოროწყუს საგანმანათლებლო ცენტრსა და კომპლექსურ სასპორტო სკოლის გაერთიანებაში, გიტარისტების ახალგაზრდული წრის ხელმძღვანელად. 2021 წლიდან მუშაობს ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში "იბერიელი". 

 

დავით თოდუა

ჟურნალ „საქართველოს“ რედაქტორი.

(ქართული ენის  კურსების რეპეტიტორი)

1977 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი  მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით,  1983 წელს კი ასპირანტურა უკრაინის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ბაზაზე სპეციალობით – მათემატიკური მეთოდები და მოდელები მართვაში. 1978-1991 წწ. მუშაობდა კიბერნეტიკის ინსტიტუტში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, I  კატეგორიის ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1991-1992 წწ. იყო უფროსი მასწავლებელი  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. 2011 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით მიენიჭა ღირსების ორდენი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.