კულტურის ცენტრი „იბერიელი“ – ქართული ენის კურსები

ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში 2005 წლიდან ფუნქციონირებს ქართულის, როგორც უცხო  ენის, შემსწავლელი სპეციალური კურსები. კურსებს უძღვებიან პროფესიონალი პედაგოგები  დავით თოდუა, ქეთევან ლატარია და ეკატერინე ადეიშვილი.  მსმენელებთან  მუშაობა (ენის დაუფლება, დახვეწა და სრულყოფა) სპეციალურად შემუშავებული პროგრამით მიმდინარეობს. სწავლა მიმდინარეობს სამ ეტაპად: 1-ლ ეტაპზე (4-თვიანი) ისწავლება წერა-კითხვა, ყოველდღიურად საჭირო და აუცილებელი სიტყვები, სასაუბრო დონეზე დამოუკიდებლად აზრის გამოთქმა, ყალიბდება მოსმენისა და კარგად გააზრების უნარ-ჩვევები; მე-2 (7-თვიანი)  და მე-3 ეტაპი (11-თვიანი) ითვალისწინებს  თავისუფალი საუბრის პრაქტიკული უნარების უზრუნველყოფას, ხდება გრამატიკის საფუძვლიანი ათვისება და განმტკიცება, პრაქტიკული სავარჯიშოებით მეტყველების დახვეწა.    

 

ქართული ენის კურსებზე მსურველთა მიღება ყოველწლურად სექტემბერისა და იანვრის თვეებში მიმდინარეობს. მეცადინეობა ტარდება შაბათ-კვირაობით. მსმენელები ჯგუფებში სხვადასხვა დონის მიხედვით ნაწილდებიან, აქედან გამომდინარე სასურველია, რომ მსურველები დაგვიკავშირდეთ წინასწარ, შეავსოთ ჩვენი მითითებული ანკეტა ან გამოაგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: courses@iberieli.org