მაკა ლომსაძე
კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი
1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის მიმართულებით. 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ცეკვის სპეციალიზირებული სტუდია. 1980–1991 წწ. იყო ქალაქ ხობის პროფესიონალთა ანსამბლის სოლისტი. 2005 წლიდან მოღვაწეობს ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იბერიელში“, არის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „იბერიელის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. 2011 წლის დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი.
ლალი გადელია
ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი
1974 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის გორკის საველობის უნივერსიტეტი სპეციალობით ბიოლოგიისა და გეოგრაფიის პედაგოგი. მინიჭებული აქვს პირველი კატეგორიის მასწავლებლის ხარისხი. 1979-1986 წწ. ასწავლიდა გეოგრაფიას ქ. ხობის მეორე საშუალო სკოლაში. ასევე იყო განათლების მართვის მეთოდისტი. 1987-1993 წწ. მუშაობდა ქ. ხობის მეორე საშუალო სკოლის დირექტორად, 1995-2014 წწ. გეოგრაფიის მასწავლებლად ქ. ლუგანსკის №24 სკოლა-ლიცეუმში. 1999-2014 წწ. საფუძველი ჩაუყარა ქართული საკვირაო სკოლის დაარსებას ქ. ლუგანსკში. 2014 წლიდან აქტიორად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. კიევში. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ნანა ჩხაიძე
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
2007 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარული ფაკულტეტის , ქართული ენა, ლიტერატურა და აღმოსავლური ენების სპეციალობის სრული კურსი და მიენიჭა მასწავლებლის კვალიფიკაცია. 2012-2016 წწ. მუშაობდა ქ.თბილის ვაკის რაიონის #41-ე საბავშო ბაღში აღმზრდელის თანაშემწედ. 2017 წლიდან მუშაობს ქ.კიევის კორექციულ ბაღში "ბავშვი მომავლით" სოციალურ პედაგოგად და აღმზრდელად. 2020 წლიდან მუშაობს ქართულ კულტურულ-საგანმანათლებო ცენტრში "იბერიელი".