ადმინისტრაცია

 

მაკა ლომსაძე

კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი

ქორეოგრაფი. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის მიმართულებით. 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ცეკვის  სპეციალიზირებული სტუდია. 1980–1991 წწ. იყო ქალაქ ხობის პროფესიონალთა ანსამბლის სოლისტი. 2005 წლიდან მოღვაწეობს ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იბერიელში“, არის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „იბერიელის“  სამხატვრო ხელმძღვანელი. 2011  წლის დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება  მიენიჭა. დაოჯახებულია,  ჰყავს ორი შვილი.

 

 

ანა კრავჩუკი (სორდია)

დიასპორის საკოორდინაციო სამსახურის ხელმძღვანელი.

2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, ვიზუალური ხელოვნების კათედრა) ტელე-ფოტო რეპორტიორის სპეციალობით. 2003–2005 წწ. მუშაობდა საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტად ტელეკომპანია „ოდიშში“ (საქართველო, ქ. ზუგდიდი). 2005–2007 წწ. საინფორმაციო სასმსახურის ხელმძღვანელად და წამყვანად რადიოში  – „ოდიში+“ . 2008-2009  წწ.  იყო  მუსიკალური პროგრამების რედაქტორი რადიო „აფხაზეთის ხმაში“ (საქართველო, ქ. თბილისი), ასევე  2010 წელს რადიო „იმედის“  სპეცკორესპონდენტი (უკრაინა, ქ. კიევი), ამავე წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს დიასპორის საკოორდინაციო სამსახურს. დაოჯახებულია.

 

 

დავით თოდუა

ჟურნალ „საქართველოს“ რედაქტორი.

(ქართული ენის  კურსების რეპეტიტორი)

1977 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი  მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით,  1983 წელს კი ასპირანტურა უკრაინის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ბაზაზე სპეციალობით – მათემატიკური მეთოდები და მოდელები მართვაში. 1978-1991 წწ. მუშაობდა კიბერნეტიკის ინსტიტუტში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, I  კატეგორიის ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1991-1992 წწ. იყო უფროსი მასწავლებელი  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. 2011 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით მიენიჭა ღირსების ორდენი. დაოჯახებულია, ჰყავს  ორი შვილი.