მასწავლებლები

 

დავით ჯიმშიტაშვილი

ფოლკლორის მასწავლებელი

1996 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით ავტომატიკა, ტელემექანიკა და კავშირგაბმულობა რკინიგზის ხაზზე. ასევე ქართული ინსტრუმენტებისა და სიმღერის სტუდია (5 წლედი), უკრავს ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე: ფანდური, ჩონგური, სალამური, ჩონგური დაბალი ბანი, დუდუკი, ბანის ფანდური.  1993-2013 წწ. იყო ცნობილი, ქართული, ხალხური ანსამბლის „ურმულის“ სოლისტი.

 

 

ქეთევან ლატარია

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

1998 წელს დაამთავრა  თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით.კვალიფიკაცია–პედაგოგი. გავლილი აქვს სემინარები საქართველოსა და გერმანიაში.

2012  წლიდან  ასწავლის  ქართულ ენასა და ლიტერატურას  კიევის  ქართულ  კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში  „იბერიელი“ .

 

 

 

ეკატერინე ადეიშვილი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

1999 წელს  დაამთავრა  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული ენებისა და ლიტერატურის  ფაკულტეტი. 1999 წლიდან 2001 წლამდე  მუშაობდა  ქუთაისის 1 (პირველ) გიმნაზიაში.  2010 წლიდან ასწავლის  ქართულ ენასა და ლიტერატურას  კიევის  ქართულ  კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში  „იბერიელი“.

 

 

ლალი გადელია

ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი

1974 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის გორკის საველობის უნივერსიტეტი სპეციალობით ბიოლოგიისა და გეოგრაფიის პედაგოგი. მინიჭებული აქვს პირველი კატეგორიის მასწავლებლის ხარისხი. 1979-1986 წწ. ასწავლიდა გეოგრაფიას ქ. ხობის მეორე საშუალო სკოლაში. ასევე იყო განათლების მართვის მეთოდისტი. 1987-1993 წწ. მუშაობდა ქ. ხობის მეორე საშუალო სკოლის დირექტორად,  1995-2014 წწ. გეოგრაფიის მასწავლებლად ქ. ლუგანსკის №24 სკოლა-ლიცეუმში. 1999-2014 წწ. საფუძველი ჩაუყარა ქართული საკვირაო სკოლის დაარსებას ქ. ლუგანსკში. 2014 წლიდან აქტიორად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. კიევში. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.