ჟურნალი „საქართველო“ 10 წლისაა!

2006  წელს ქართული დიასპორის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს გახლავთ ორენოვანი ჟურნალი „საქართველო“ – ქართულ-უკრაინული გამოცემა. უმაღლესი ხარისხის ჟურნალი უკვე 10 წელია საინტერესო რესპონდენტებს გვაცნობს და ქართულ-უკრაინულ ტრადიციებსა და კულტურაზე  მოგვითხრობს.

თავიდანვე დიასპორის მიზანი იყო გაეცნო ორი მეგობარი ქვეყნის მოქალაქეთათვის ქართული ტრადიციები, მწერლობა, ზოგადად ხელოვნება.  

ჟურნალი „საქართველო“  აქტიურად ეწევა უკრაინაში ჩატარებულ ქართულ კულტურულ ღონისძიებათა პოპულარიზაციას და დიდი წვლილი შეაქვს  ორი ქვეყნის კულტუტულ ურთიერთობათა გამყარებაში.

 

ჟურნალის მეშვეობით მკითხველი ეცნობა უკრაინის მკვიდრი, გამოჩენილ ქართველ და არაქართველ ადამიანთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

2006-2009 წწ. ჟურნალი 2 000 ეგზემპლარად იბეჭდებოდა, 2009 წლიდან კი ტირაჟი 5 000-მდე გაიზარდა.  გამოდის წელიწადში ორი ნომერი.

სტატიების ავტორები, უმეტესწილად, უკრაინაში მცხოვრები ქართველი მწერლები, ჟურნალისტები და დიპლომატები არიან. პირველი ნომრის გამოშვებას მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და განათლების სამინისტროებმა. ბოლო წლებში ჟურნალის გამოცემას მხარს უჭერს უკრაინის კულტურის სამინისტრო და ჩვენთვის  საამაყოა ის ფაქტი, რომ ჟურნალი  „საქართველო“ ერთ-ერთ საუკეთესო პროექტს წარმოადგენს  ეროვნული უმცირესობათა ბეჭდვითი გამოცემებიდან უკრაინაში.

[social_image]http://iberieli.org/uploads/posts/2016-08/1471841953_jurnal-geo.jpg[/social_image]