უკრაინაში ახალი ქართული კინოს ფესტივალი გაიმართა

19-23 ნოემბერს უკრაინის კულტურის სამინისტროს, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიული ცენტრის მხარდაჭერითა და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია"-სა და უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი"-ს  ორგანიზებით, ახალი ქართული კინოს ფესტივალი გაიმართა.

19 ნოემბერს ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა, ქართული ცეკვევბის სახალხო ანსამბლ „იბერიელისა" და სხვა შემოქმედებითი კოლექტივებისა და მომღელების მონაწილეობით მინი-კონცერტ. ფესტივალი კინოთეატრ „კიევში“ საზეიმო ვითარებაში 19 ნოემბერს, რეჟისორ ვანო ბურდულის ფილმით „გაყინული შადრევნების წელიწადი“ გაიხსნა.

კინოფესტივალის ფარგლებში 19-23 ნოემბრის ჩათვლით სულ ნაჩვენები იქნა 7 სხვადასხვა ჟანრის ფილმი: „სიმინდის კუნძული“; „მოირა“; „მე არ გადამიკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“; „ბოლო ნახატი“; „მამა“; „coffee brake„.

კინოფესტივალის გახსნას უკრაინის კულტურის მინისტრი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ვაშაძე, ასევე ცნობილი უკრაინელი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები, რეჟისორები და მსახიობები დაესწრნენ.