უკრაინაში ახალი ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება

19-23 ნოემბერს უკრაინის კულტურის სამინისტროს, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიული ცენტრის მხარდაჭერითა და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია"-სა და უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი"-ს  ორგანიზებით, ახალი ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება.

 

19 ნოემბერს ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება, მასმედიის წარმომადგენლებისათვის პრეს-კოქტეილი, ასევე ქართული ცეკვევბის სახალხო ანსამბლ იბერიელისა" და სხვა შემოქმედებითი კოლექტივებისა და მომღელების მონაწილეობით მინი-კონცერტი გაიმართება. ფესტივალი კინოთეატრ „კიევში“ საზეიმო ვითარებაში 19 ნოემბერს, რეჟისორ ვანო ბურდულის ფილმით „გაყინული შადრევნების წელიწადი“ გაიხსნება.

 

კინოფესტივალის ფარგლებში 19-27 ნოემბრის ჩათვლით სულ ნაჩვენები იქნება 7 სხვადასხვა ჟანრის ფილმი: „სიმინდის კუნძული“; „მოირა“; „მე არ გადამიკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“; „ბოლო ნახატი“; „მამა“; „coffee brake„.

 

კინოფესტივალის გახსნას უკრაინის კულტურის მინისტრი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ვაშაძე, ასევე ცნობილი უკრაინელი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები, რეჟისორები და მსახიობები დაესწრებიან.

 

უკრაინაში ახალი ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება

 

უკრაინაში ახალი ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება