კიევში სახალხო დღესასწაული "თბილისობა" გაიმართა

20-10-2016, 16:03

კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ქართველი და უკრაინელი არტისტები: ჯგუფი „სოლომია“, ანსამბლები „იბერიელი“ და „იბერია“, „ქართული ხმები“, შმაგი თაღიაშვილი, ბალეტი „Georgia”. 

 

დღესასწაულს, რომლის მეორე დღეს კიევთან ახლოს მდებარე რეზიდენცია "კიდევში" გაგრძელდა, ესწრებოდნენ როგორც უკრაინაში მცხოვრები ქართველები, ასევე რიგითი უკრაინელები. "თბილისობას" დაესწრო უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგიას" პრეზიდენტი ბესიკ შამუგია და უკრაინაში საქართველოს კონსული ნანა ჩაბრავა.

"თბილისობის" ფარგლებში საქართველოს ყველა კუთხის კერძების მომზადება და დეგუსტაცია გაიმართა. ჩატარდა ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები. ტერიტორიაზე ასევე მიმდინარეობდა ყურძნის დაწურვა და ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა ჩურჩხელებიც ამოავლეს, რომელიც შემდეგ გამოიფინა და გაიყიდა.

 

კიევში "თბილისობის" აღნიშნვას 5 წლის წინ საზოგადოებრივმა გაერთიანება "გეორგიამ" ჩაუყარა საფუძველი და პირველი სახალხო დღესასწაული უკრაინის დედაქალაქში, რუსთაველის ძეგლთან გაიმართა.