საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

29-09-2016, 14:38

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა შექმნა ელექტრონული რეესტრი, რომელიც უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია რომელ საარჩევნო უბანზე შეუძლიათ ხმის მიცემა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.


აღნიშნული ელექტრონული რეესტრი განთავსებულია შემდეგ ვებ გვერდზე: www.geoconsul.gov.ge ან მასზე გადასვლა შესაძლებელია შემდეგი ბმულით: www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace