გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!

23-08-2016, 18:23

ძვირფასო მეგობრებო,

უკრაინის ქართველი დიასპორისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა გულითადად მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული - უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. უკრაინელმა ხალხმა გრძელი გზა გაიარა მისი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაცავად.

 

მსურს აღვნიშნო, რომ უკრაინაში მცხოვრები ქართველები არის და იქნება მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინას კვლავ უწევს სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის ბრძოლა.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ, ურყევ მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!

 

პატივისცემით,

ბესიკ შამუგია

სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება «გეორგიას» პრეზიდენტი