კულტურის ცენტრი – ქართული ცეკვა

ყოველწლიურად  ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი აცხადებს 6 წლიდან ბავშვების და 16 წლიდან მოზარდების  მიღებას ქართული ცეკვის სასწავლებლად. კოლექტივის  აქტივშია 30-მდე სხვადასხვა ფორმატის ნომერი, ბავშვთა ეტიუდებით დაწყებული, დამთავრებული ფოლკლორული ცეკვებითა და მასობრივი ქორეოგრაფიული წარმოდგენებით. 

 

მოსწავლეები იღებენ დაწყებით ფიზიკურ მომზადებას, სწავლობენ კლასიკური ცეკვისა და მუსიკის საწყისებს, გაღრმავებულად შეისწავლიან ქართულ ცეკვას.

ინტენსიური სასწავლო და საკონცერტო მოღვაწეობა, შემოქმედებითი პროცესის საინტერესო ატმოსფერო, პოზიტიური  განწყობა მოსწავლეებსა და პედაგოგებს აახლოებს, აძლევს თითოეულ მათგანს საშუალებას იგრძნოს თავი დიდი და მეგობრული ოჯახის წევრად.

 

გელით თქვენ და თქვენს ბავშვებს შაბათობით (14.00 საათიდან) და კვირაობით (11.00 საათიდან) მისამართზე: კიევი, მეტრო „პოლიტექნიკური ინსტიტუტი“, შულიავსკას ქ. 10/12, № 102 ლიცეუმი; ტელ.:+ 38 044 539 10 96, 098 681 12 62; სამხატვრო ხელმძღვანელი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე  მაკა ლომსაძე.

ქართული ეროვნული ცეკვა ასევე ისწავლება ხარკოვში, ოდესაში, პოლტავაში, დნეპროპეტროვსკში და ლვოვში.