24 სექტემბერს, კიევში Docker Pub ABC ქართულ ბიტ-როკ ჯგუფ „ალუბალს“ უმასპინძლებს.

ჯგუფი „ალუბალი”-ძირითადი სტილი: როკ’ნ’ როლი, ბიტ-როკი

ძირითადი სასიმღერო ენები: ქართული, იტალიური, ინგლისური

ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობა: ლაშა სურმავა - ბასი-ვოკალი, ვაჟა ჩიტიშვილი - სოლო-გიტარა, უჩა ნანავა - დრამსარტყამი ინსტრუმენტი-ვოკალი.

ჯგუფი დაარსდა 1999 წელს, ხოლო აქტიური მოღვაწეობა 2005 წლიდან დაიწყო.

საინფორმაციო მხარდაჭერა: სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო FrontNewsInternational

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: (067) 445-41-24