გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!

ძვირფასო მეგობრებო!

გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით! 26 წლის თავზე თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინას ამშვენებს დროშა, რომელიც ეროვნული ერთიანობის, პატივისა და ღირსების სიმბოლოა. ამ მოკლე დროში ჩვენ გვქონდა დანაკარგები და მიღწევები.

 

უკრაინა აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში, შიდა და გარე მტრები ცდილობენ დააზარალონ ყველაზე ძვირფასი საგანძური - ქვეყნის უსაფრთხოება, თუმცა უკრაინა ამ ბრძოლაშიც გაიმარჯვებს! ეროვნული სიამაყე და სულისკვეთება დაგვეხმარება დავდგეთ ერთად გამარჯვებისთვის წმინდა ბრძოლაში.

დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მსოფლიოში არავის შეუძლია ხელყოს უკრაინის სახელმწიფო, მთლიანობა და უსაფრთხოება.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ამოუწურავ ოპტიმიზმსა და მშვიდობიან ცას!