აირზენა რეისებს აპრილიდან კიევისა და ხარკოვის მიმართულებით შეასრულებს

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. გვსურს გაცნობოთ, რომ ქართული ავიაკომპანია „აირზენა“ 2 აპრილიდან თბილისი - კიევი(ჟულიანი) - თბილისის მიმართულებით ყოველდღიურ ავიარეისებს შეასრულებს. ავიაკომპანია ასევე გეგმავს 12 აპრილიდან ხარკოვი - თბილისი - ხარკოვის რეისების განხორციელებას, რომლებიც კვირაში 2-ჯერ შესრულდება, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს. კიევი-თბილისის მიმართულებით უფასო ბარგის რაოდენობა ეკონომ კლასში შეადგენს 25კგ-ს, ბიზნეს კლასში - 30კგ-ს, ხარკოვის მიმართლებით ეკონომ კლასში - 20კგ-ს, ბიზნეს კლასში - 30კგ-ს. ხელბარგი - 8 კგ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ავიაბილეთების შეღავათიან ფასებში შესაძენად დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 063 659 94 49