სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“ გილოცავთ შობა-ახალ წელს!

სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“ გილოცავთ საახალწლო დღესასწაულებს!

ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობაზე უკვე ყველამ იცის. გვინდა, რომ ახალი 2017 წელი ორივე ჩვენი ქვეყნისთვის იყოს წინსვლის, განვითარებისა და გამარჯვების წელი. ყოველივე ჩვენგანს კი ჩვენი ქვეყნების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალება გვაქვს. ამიტომ, ძალღონე არ დავიშუროთ და ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოსა და უკრაინის წინსვლისთვის ახალ 2017 წელს.

გისურვებთ მშვიდობას, განვითარებასა და ოჯახურ ბედნიერებას.

სიყვარულითა და პატივისცემით,

სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“